|
2023-07-17 15:45:46, 1334 ნახვა
მსოფლიო
სალივანი - რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა ძვირად დაუჯდება
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა რუსეთს ძვირად დაუჯდება. სალივანმა აღნიშნულ საკითხზე „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. "რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვებას დანარჩენი მსოფლიო შეხედავს და შეაფასებს როგორც მოსკოვის უარს, მოამარაგოს გლობალური სამხრეთი, აფრიკა, ლათინური ამერიკა და აზია საჭირო და იაფი სურსათით. და და მე ვფიქრობ, რომ მომავალში რუსეთი ამისთვის უზარმაზარ დიპლომატიურ საფასურს გადაიხდის. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და ამაზე მჭიდროდ ვმუშაობთ უკრაინელებთან",- განაცხადა სალივანმა. ცნობისთვის, დღეს, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა დღეს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)