|
2023-07-14 17:46:32, 1249 ნახვა
მსოფლიო
პუტინი „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებას დათანხმდა - AFP
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელებას დათანხმდა. აღნიშნულ ინფორმაციას AFP ავრცელებს. „ჩვენ ვემზადებით პუტინთან შესახვედრად აგვისტოში და შევთანხმდით შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე“,- თქვა ერდოღანმა, როგორც ამას AFP იტყობინება. აღნიშნულთან დაკავშირებით რუს ოფიციალურ პირებს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ მანამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ "მარცვლეულის შეთანხმებით" გათვალისწინებული არცერთი პირობა შესრულებული არ იყო, რის გამოც, რუსეთი მზად იყო, "მარცვლეულის შეთანხმება" შეეჩერებინა. პუტინის თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუ ყველა პირობა შესრულდებოდა, ქვეყანა შეთანხმებას ისევ დაუბრუნდებოდა. "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)