|
2023-07-13 14:10:15, 1089 ნახვა
მსოფლიო
ოსტინი - ეჭვგარეშეა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ნატოს წევრი გახდება
ეჭვგარეშეა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ნატოს წევრი გახდება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. როგორც ოსტინმა CNN-ს უთხრა, უკრაინის აღჭურვილობის ნატოს სტანდარტებთან მიახლოებისთვის "ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი". "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამას, როცა ისინი მტერს ებრძვიან, კიდევ მეტი იქნება გასაკეთებელი რათა უზრუნველვყოთ მათთვის სრული შესაძლებლობების ქონა",- თქვა ოსტინმა. ცნობისთვის, 11-12 ივლისს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართა. 11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)