06:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 17:28:11, 914 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე - ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან

ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ევროპარლამენტარების შეხვედრებს.

როგორც თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, გვარამია მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსია.

"ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან - პრინციპში, იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ, ქართული საზოგადოების თვალში ნაცარი შეეყარათ და ის წარმოეჩინათ, როგორც თავისუფალი მედიის ფლაგმანი მსოფლიოში... პირდაპირ გეტყვით, რომ არავითარი თავისუფალი მედიის წარმომადგენელი ის არ გახლავთ, ის არის ჟურნალისტებს და მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსი",- თქვა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დაფუძნებელი ნიკა გვარამია მეორე დღეა, რაც სტრასბურგში იმყოფება და ევროდეპუტატებს ხვდება. ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის ინფორმაციით, თბილისის დროით, 19:00 საათზე გვარამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. 22 ივნისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი შეიწყალა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics