12:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-09 11:55:56, 1254 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია

ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია,- ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის შეტევები უკრაინის ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა და უკრაინელებმა სუმისა და ჩერნიგოვის ოლქების, ასევე ხარკოვის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქების ნაწილის გათავისუფლება შეძლეს.

"500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული, დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ.
რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამი დღის განმავლობაში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში",- ნათქვამია ანგარიშში.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უკრაინა ახლა დგას კრიტიკული ამოცანის წინაშე - გაათავისუფლოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, 8 ივლისს, უკრაინულმა ძალებმა ფრონტის, სულ მცირე, სამ სექტორზე კონტრშეტევითი ოპერაციები ჩაატარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics