03:19 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 11:58:00, 814 ნახვა

საზოგადოება
წეროვანში ღია კარის დღე გაიმართა

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კვირეულის ფარგლებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღე გაიმართა.

„მოწვეულ სტუმრებს ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიება სხვადასხვა სპორტული და შემეცნებით აქტივობებით იყო დატვირთული. სპეციალურად ბავშვებისთვის მოწვეულმა გასართობი ცენტრის წარმომადგენლებმა პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს და ბავშვებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ღონისძიების ფარგლებში “მხიარული სტარტებიც” მოეწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics