13:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 17:18:39, 1473 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 45 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის 41 სერჟანტი, 2 სამოქალაქო პირი და 2 ბავშვია.

"დღეს ასევე კარგი ამბავი გვაქვს. 45 მებრძოლი, 2 მშვიდობიანი მოქალაქის ტყვეობიდან დაბრუნება მოვახერხეთ.  მათ შორის 2 ოფიცერი, 41 რიგითი და სერჟანტია, 1 "აზოვსტალის" თანამშრომელი და დაცვის თანამშრომელი ხერსონიდან. 

არიან დაჭრილი ჯარისკაცები. ასევე დონეცკის სამხედროები, მათ შორის ბახმუტის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის მიმართულებები. თითოეული მათგანი გმირია.

ასევე, დღეს რუსეთში უკანონოდ წაყვანილი უკრაინელი ბავშვები - 6 წლის რენატა და 10 წლის ვარვარა შემოგვყავს",- წერს ერმაკი.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყებიდან დღემდე, დამპყრობლების ტყვეობიდან უკვე 2 474 უკრაინელი გათავისუფლდა









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics