21:52 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 19:32:12, 1205 ნახვა

მსოფლიო
მედია - ჩინეთმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტი გააუქმა

ჩინეთმა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის,  ჯოზეფ ბორელის  ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

ვიზიტის გაუქმების ოფიციალურ მიზეზად თარიღები სახელდება, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია.

"სამწუხაროდ, ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ დაგეგმილი თარიღები მომავალ კვირაში აღარ არის შესაძლებელი და ჩვენ ახლა უნდა ვეძებოთ ალტერნატივა", - განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა, ნაბილა მასრალიმ.

ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი პეკინში 10 ივლისს უნდა ჩასულიყო, რათა ჩინელ კოლეგასთან ერთად "სტრატეგიული საკითხები" განეხილა, მათ შორის ადამიანის უფლებები და რუსეთის ომი უკრაინაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics