|
2023-07-04 10:36:50, 1050 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის მერი - ახალ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე ურაინული დრონებით თავდასხმის მცდელობა განხორციელდა
ურაინული დრონებით ახალ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მორიგი თავდასხმის მცდელობა განხორციელდა,- აღნიშნულის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა. სობიანისის თქმით, რუსეთმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. "დღეს უკრაინული დრონებით ახალ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მორიგი თავდასხმის მცდელობა განხორციელდა. ამ დროისთვის თავდასხმები მოიგერიეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ",- განაცხადა სობიანინმა. ამასთან, რუსული პროპაგანდისტული გამოცემის TASS-ის ცნობით, ახალი მოსკოვის რაიონში რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი დრონი ჩაახშეს, ერთი დრონი კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს. "წინასწარი მონაცემებით, სამი უპილოტო თვითმფრინავი სხვადასხვა დროს მოსკოვისკენ მიემართებოდა. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი მათგანი ახალ მოსკოვში ჩავახშეთ, ერთი კი - კალუგის რეგიონში",- წერს გამოცემა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)