21:52 - 03 Jul, 2026
|
2023-07-03 15:10:40, 1098 ნახვა
მსოფლიო
BBC - ისრაელის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ბანაკზე სამხედრო ოპერაცია დაიწყეს
ისრაელის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ბანაკზე სამხედრო ოპერაციის განხორციელება დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, წუხელ ჯენინის ერთ-ერთ ბინაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. თელ-ავივში განმარტავენ, რომ აღნიშნული ბინა ჯენინის ბრიგადების სამეთაურო პუნქტად გამოიყენება. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია 5 და დაშავებულია 30 ადამიანი. თავად ისრაელი კი ამბობს, რომ სულ მცირე, 7 მებრძოლი მოკლეს. როგორც BBC წერს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაცია, ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. აღსანიშნავია, რომ 1950-იან წლებში მოწყობილ ჯენინის ბანაკში 14 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)