|
2023-06-29 17:28:11, 1054 ნახვა
მსოფლიო
ლატვიის პრემიერი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს და ორგანიზაციას მეტი წევრი ქვეყანა წარმოადგენდეს, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშამ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. როგორც ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პოტენციური წევრის მისწრაფებებს ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს და სტანდარტების შესრულების გზაზე მათთან ერთად იმუშაოს. „რუსეთი იყენებს "ნაცრისფერ ზონებს" შეტევის განსახორციელებლად. ამიტომ, ჩვენ სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოტენციური მომავალი წევრი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, ყველა რეფორმა უნდა გაატაროს. ეს გარდაუვალია. მათ მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლატვიის პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)