10:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 13:40:39, 1071 ნახვა

საზოგადოება
ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავების მიზნით, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა, კვლევის პრეზენტაცია გამართა

პაციენტზე ორიენტირებული თერაპიის ფარგლებში, ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავების მიზნით, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა, კვლევის პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანი, როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის უკეთესი სამედიცინო სერვისების მიწოდების ხელშეწყობაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კვლევა ევროკავშირის Horizon 2020-ის პროგრამის  ფარგლებში ფინანსდება. შემაჯამებელ პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის  პირველი მოადგილე.  თამარ გაბუნიამ  აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ტუბერკულოზისა და  ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სტატუსს როგორც ქვეყანაში, ასევე - რეგიონში.

„მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავების მნიშვნელობაზე  ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორმა ისაუბრა.   ზაზა ავალიანის  განმარტებით, დაავადების დროული დიაგნოსტიკა და  მკურნალობის ოპტიმალური ვადები ტუბერკულოზით ავადობის მნიშვნელოვნად შემცირების წინაპირობაა.

სამეცნიერო კონსორციუმის წარმომადგენლები ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრშიც იმყოფებოდნენ,  სადაც ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობას და  იმ კვლევით მიღწევებს გაეცნენ, რაც ცენტრს გააჩნია.

სამ დღიან საერთაშორისო კონფერენციაში, 11 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი  მონაწილეობდა“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics