19:39 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 19:27:43, 1013 ნახვა

პოლიტიკა
ALDE - ნიკა გვარამიას პატიმრობა თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევა იყო

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) თანაპრეზიდენტი, ილან კლიუჩუკი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა  გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა ნიკა გვარამიას პატიმრობა თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევა იყო.

"საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების ბრძანებას ხელი მოაწერა! ნიკა გვარამიას პატიმრობა თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევა იყო, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნისთვის და აყვავებული დემოკრატიისთვის", - წერს კლიუჩუკი.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics