19:40 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 14:12:31, 856 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო და საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა იყო

სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო და გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.

ვოლსკის თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა უკანონო არ ყოფილა, პირიქით, მან "საკმაოდ სერიოზული დანაშაული" ჩაიდინა.

„ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ და ვთქვათ, რომ უკანონო პატიმრობა ნამდვილად არ იყო. დანაშაული ნამდვილად ჩადენილია და საკმაოდ სერიოზული დანაშაული. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო და გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ. თუმცა დეგნანმა მერე დააზუსტა რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ დეპოლარიზაციას დაედოს ბოლო, ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვრამიამ“,- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics