20:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 12:17:11, 882 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - აშშ მიესალმება შეწყალებას - გადაწყვეტილება დეპოლარიზაციაში წვლილს შეიტანს

აშშ მიესალმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც დეგნანმა მედის წარმომადგენლებს უთხრა, შეწყალების გადაწყვეტილება დეპოლარიზაციაში წვლილს შეიტანს.

"ეს საქმე პრობლემატური იყო დასაწყისიდანვე და აძლიერებდა პოლარიზაციას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს უკვე რამდენიმე წელია. პრეზიდენტის გადაწყვეტილება წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში და შეამცირებს დაყოფას საზოგადოებაში, იმ დაყოფას, რომელიც მხოლოდ რუსეთს აძლევდა ხელს. ახლა საქართველოში არ არის დაყოფის დროს, ახლა არის გაერთიანების დრო და პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ამას ხელს შეუწყობს",- აცხადებს დეგნანი.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics