2023-06-19 10:37:03, 1418 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინამ 8 დასახლება გაათავისუფლა
ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში უკრაინამ 8 დასახლება გაათავისუფლა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მისივე თქმით, კვირას რუსეთის სამხედრო ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადა, კერძოდ, ყველა მიმართულებით 4 600-ზე მეტი რუსი სამხედრო ან დაიღუპა ან დაიჭრა, 80-ზე მეტი სამხედრო კი უკრაინამ ტყვედ აიყვანა.
"ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში უკრაინამ 8 დასახლება გაათავისუფლა: ნოვოდარივკა, ლევადნე, სტოროჟევა, მაკარივკა, ბლაგოდატნე, ლობკოვო, ნესკუჩნე, პიატიხატკი. ტავრიის მიმართულებით უკრაინა მტრის სიღრმეში 7 კმ-მდე დაწინაურდა. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრია. ტაურის მიმართულების თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობა გრძელდება", - განაცხადა მალიარმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,