23:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 15:26:47, 1025 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - იცემა თქვენი რუსი დედა, თქვე ფარჩაკებო, ვიდეო გექნებათ, დადეთ ვნახოთ ვინ იცემა

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოსო მაისურაძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ გორში ზურაბ ჯაფარიძეს პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის სცემა.

ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დადონ ვიდეო, სადაც გამოჩნდება ვინ იცემა.

"ქართული ოცნება - იცემა თქვენი რუსი დედა, თქვე ფარჩაკებო.

ვიდეო გექნებათ, დადეთ, ერთად ვნახოთ ვინ იცემა", - წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო.

ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან.

როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics