20:27 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 13:24:28, 671 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონულ დირექტორს, სესილ კუპრის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულ დირექტორს, სესილ კუპრისა და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფოირმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები.

"აღსანიშნავია, რომ იგეგმება მე-3 ორმხრივი ყოველწლიური საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის, სადაც მხარეები გაეცნობიან მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს და შეათანხმებენ სამომავლო პარტნიორობის საკითხებს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით მხარდაჭერისთვის, როგორიცაა: საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ენერგეტიკა (ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა), ირიგაცია, ადამიანური კაპიტალი, რეგიონული განვითარება, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, რკინიგზის სექტორის რეფორმა, წყალმომარაგება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა, საქართველოს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა.

თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics