08:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 11:43:36, 957 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - კახოვკას კაშხალზე თავდასხმა აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას, საქართველო უკრაინის გვერდით დგას!

კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს,- ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას.

პრეზიდენტის თქმით, საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

"კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს.

საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, "ნოვა კახოვკას" კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.

საქართველო უკრაინის გვერდით დგას! ",- წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდის თქმით, დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს და მაღალია სხვადასხვა ქალაქის დატბორვის რისკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics