|
2023-06-05 15:16:38, 825 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანულ-ქართული აკადემია - სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც შენობიდან დაუყოვნებლივი ევაკუაცია განხორციელდა. განცხადების თანახმად, სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან, ჩვეულ რეჟიმში აღდგება. „5 ივნისს, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც დაუყოვნებლივ განხორციელდა სკოლის სრული ტერიტორიიდან ევაკუაცია და მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას და სკოლის მთლიანი პერიმეტრი შემოწმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურის მიერ. ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. სასწავლო პროცესი ხვალიდან, ჩვეულ რეჟიმში აღდგება",- ნათქვამია კერძო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)