|
2023-06-03 12:01:20, 867 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიშ დაავადებებისა და პარაზიტოლოგიის კვლევის მეთოდების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სტუმრებმა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს. „მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოველთა დაავადებების დროული დიაგნოსტიკა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მზად არის საერთაშორისო დონის კვლევების საფუძველზე გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა ვეტერინარიის სფეროს წარმომადგენლებთან", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)