03:36 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 10:58:06, 757 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სერჟანტთა აკადემიას ეწვივნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრები ეწვივნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ უმასპინძლეს.

„სერჟანტთა აკადემიაში დეპუტატებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ისინი აკადემიის ისტორიას გაეცნენ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სტრუქტურის, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს, ასევე სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ და კვებით პირობებს გაეცნენ. კანონმდებლები უფროსი სერჟანტის და სამეთაურო-საშტაბო კურსების ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას დაესწრნენ. სტუმრები ოცეულის სერჟანტების საველე პირობებში დრონების გამოყენების სწავლებას და ათეულის მეთაურების საბრძოლო ვარჯიშებს ადგილზე დააკვირდნენ.

ღონისძიების დასასრულს, კოჯორში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროოების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლებისა სარდალმა, გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ინტენსიურად ეცნობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი უწყებების საქმიანობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics