13:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 16:15:18, 671 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ღარიბაშვილის ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება - იმედია, ზურაბიშვილი სხვა მესიჯებს გააჟღერებს

ღარიბაშვილის დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება,- ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს.

იუკნევიჩიენემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, ევროპარლამენტში სხვა მესიჯებს გააჟღერებს.

"ურცხვად ავრცელებს სიცრუეს. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილის დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპარლამენტს მიმართავს. იმედია, ის სხვა მესიჯებს გააჟღერებს",- წერს იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics