|
2023-05-23 16:08:02, 1486 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პოლონეთის დელეგაციას მასპინძლობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის, ტშებნიცას მუნიციპალიტეტის სამედიცინო სფეროს და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. "აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, სტუმრებს მადლობა გადაუხადა ქვემო სილეზიასა და აჭარას შორის მეგობრული ურთიერთობისათვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში არსებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემა გააცნო. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ ბობოვიჩი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე, ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნერიმან ცინცაძე და მინისტრის მოადგილეები",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)