11:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 13:51:56, 1485 ნახვა

რეგიონი
კასპის მერმა კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოსა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, სალამურის დიდოსტატის, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოს და ფასადის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ პირველ მოადგილესთან, დავით ქისიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, აჩიკო გიგოლაშვილთან ერთად დაათვალიერა.

მერიის ცნობით, მუზეუმის შესასვლელში მოეწყო ბეტონის საფარი, ხოლო ეზოს მხარეს იგება დეკორატიული ფილები.

"პარალელურად მიმდინარეობს გარე ფასადის შეღებვის წინა მოსამზადებელი სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინ/მეწარმე დავით კოშაძე ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 870 ლარის ფარგლებში ფინანსდება.

საქართველოს სახალხო არტისტს, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატს, პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელ ომარ კელაპტრიშვილს  დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics