21:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 21:39:54, 745 ნახვა

პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ვასილ ურუშაძის მიერ, გავრცელებულ განცხადებას საქართველოში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთის შემოტანის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:

მიმდინარე წლის 18 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანის" გავლით, საქართველოში შემოვიდა 58 სარკინიგზო ვაგონის შემადგენლობა, საიდანაც 31 ვაგონი არის ცარიელი, ხოლო დანარჩენ სარკინიგზო ვაგონებში განთავსებულია საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანიების (უწყება თავს იკავებს  ექსპორტიორი კომპანიის და მიმღები კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) დანიშნულებით გამოგზავნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურისათვის განკუთვნილი საქონელი. 

აღნიშნული ექსპორტიორი კომპანიები არ არიან მოხვედრილი სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ, სანქცირებული პირების ჩამონათვალში. ამასთან,  კომპანიებს, აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირების პროცესი ჯერ არ განუხორციელებიათ. 

აქვე განვმარტავთ, რომ მომართვის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, კანონმდებლობის შესაბამისად, განახორცილებს საბაჟო კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის სანქციების აღსრულების მიმართულებით. 

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics