11:18 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 17:26:47, 683 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დიღომში, ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, 12 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

„ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის განხორციელების შედეგად კი, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარი დაიხარჯა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics