11:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 13:09:52, 1516 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარი საზღვაო სეზონისთვის ემზადება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბულვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბულვარში მიმდინარეობს საჯარო და კერძო ობიექტების რეაბილიტაცია-განახლება.

"რეაბილიტაცია უტარდება ბულვარის კოლონადებს, ეწყობა საბავშვო კუთხეები, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები.

ბათუმის ბულვარის კოლონადას სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება, რაც გულისხმობს მთლიანი კოლონადის ზედაპირის და დეკორატიული ელემენტების პირვანდელი სახით აღდგენას. სარეაბილიტაციო სამუშაოები იწარმოება კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად რესტავრატორის ჩართულობით.

ბათუმის ბულვარს შშმ პირებისთვის კიდევ ერთი ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ტივტივა ეტლებით აღჭურვილი ლოკაცია შეემატება.

ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის განახლება-რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.  პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი კუთხე გაფართოვდა და განახლდა ინფრასტრუქტურა.

ბათუმის ბულვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ბათუმის ბულვარის დირექტორი ლაშა მიქელაძე გაეცნენ",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics