00:33 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 19:45:31, 798 ნახვა

პოლიტიკა
აზარაშვილი - ჰოლდინგური და მსგავსი მსხვილი კარტელური შეთანხმებების შედეგად, სახელმწიფოს და მოქალაქეებს შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიადგეს

“განსაკუთრებით მიმდინარე წელს გამოჩნდა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, ვინაიდან ჰოლდინგური და მსგავსი მსხვილი კარტელური შეთანხმებების შედეგად  შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიადგეს როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ზაზა ლომინაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, საუბარია იმ ჰოლდინგებზე, რომელიც, ფარმაცევტულ კომპანიებს,სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვეო კომპანიებს აერთიანებს.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე უწყებას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

„ამასთან დაკავშირებით ნამდვილად დაწყებული გვაქვს მუშაობა და ვფიქრობ, რომ სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე მზად იქნება. გეგმაში მკაფიოდ იქნება გაწერილი თუ რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა არ მინდა წინასწარ მოვლენებს გავუსწრო და ვთქვა რეალურად რა მოლოდინი მაქვს , რადგანაც ეს სენსიტიური თემაა“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics