14:38 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 13:07:18, 386 ნახვა

საზოგადოება
ილია ჭავჭავაძის მუზეუმის საერთაშორისო აღიარებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანებას კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა

ევროპის მუზეუმების ფორუმზე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის „სპეციალური აღნიშვნის პრიზით“ დაჯილდოებაში შეტანილი წვლილისთვის და მისთვის საერთაშორისო აღიარების მოპოვებისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების  გუნდს კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა. აღიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დედაქალაქის მერმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თბილისის განვითარების ფონს, რომელმაც მუზეუმის რეაბილიტაცია განახორციელა.

„18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღს თბილისის მუზეუმების გაერთიანება მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება. სულ ახლახან, ბარსელონაში გამართულ ევროპის მუზეუმების ფორუმზე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ გადაეცა.

მიხარია, რომ დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან, ბელგიასთან და შვეიცარიასთან ერთად, განსაკუთრებული აღიარება, თბილისში მდებარე მუზეუმმაც დაიმსახურა.

მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის განვითარების ფონდს გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოებში. თქვენ იცით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო აღნიშნულ მუზეუმში. მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი იქნა მოწესრიგებული. განსაკუთრებული მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანების მთელ გუნდს, რომელმაც საინტერესო ფორმით წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის უდიდესი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის  ცხოვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics