|
2023-05-13 17:46:42, 1230 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ბახმუტში შევიდნენ
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ბახმუტში შევიდნენ. ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომეარი თორნიკე გოგუაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, რომ ჯარისკაცები ბახმუტის მისადგომებთან დგანან. "რუსებო მოვდივართ. დღეს დაიშტურმება რუსეთის პოზიციები და ვაგნერელები პასუხის მიიღებენ იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩაიდინეს და გააკეთეს რამდენიმე დღის წინ",- ისმის ვიდეოში. აღსანიშნავია, რომ ცოტახნის წინ უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ასევე განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ. ამასთან, გუშინ, 12 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კმ-ით წინ წაიწიეს, ამ კვირაში არცერთი პოზიცია არ დაუკარგავთ. შეგახსენებთ, რომ 11 მაისს, "ტელეგრამ-არხებზე" გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სამხედროები, რომლებიც თავს რუსული დაჯგუფება "ვაგნერის" წევრებად მოიხსენიებენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)