|
2023-05-03 10:21:56, 687 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, კასპის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანგილაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 850,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. სოფლის განვითარების სააგენტო სესხის 11 % -ს აფინანსებს. მეურნეობაში, წლიურად, 300 ტონამდე მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. „სახელმწიფოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქცია იწარმოება. ყველა ჩვენი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ, ემსახურება მიზანს, ხელი შევუწყოთ ფერმერებს, აწარმოონ მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი პროდუქცია. სახელმწიფო ეხმარება მათ როგორც ფინანსური რესურსებით, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომით, ცოდნის ამაღლებით. საბოლოო ჯამში, ეს გვაძლევს კონკრეტულ შედეგებს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ფერმერი დაინტერესდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით და ჩვენ სახელმწიფო პროგრამებით, ჩვენი ხელშეწყობით შევძლებთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. სასათბურე მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „მადლიერი“ საკუთრებაა. კოოპერატივის ხელმძღვანელის გიორგი თავაძის განცხადებით, სოფლის განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის გარეშე სასათბურე მეურნეობის მოწყობას ვერ შეძლებდა. „სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ასეთ თანამედროვე სტანდარტების მეურნეობის გაშენებას ვერ შევძლებდით. სასათბურე მეურნეობაში მოსავლის აღება 12 თვის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდება და მარწყვის რეალიზაცია შესაძლებელი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა გიორგი თავაძემ. აღსანიშნავია, რომ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაიცა 143 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხები, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 23,5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება შიდა ქართლის რეგიონს, სასათბურე მეურნეობების განვითარების მიზნობრიობით 153 ბენეფიციარზე გაცემულია 13,9 მლნ ლარის ღირებულების 198 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2 მლნ ლარს აღემატება.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)