21:30 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 19:43:29, 907 ნახვა

საზოგადოება
მორგოშია - მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ გეი პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს მიიღებს

მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს მიიღებს, ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ "ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში.

"მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება”, პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც, ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!!!

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!!", - წერს მორგოშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics