13:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 12:38:50, 687 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა,

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად წარმოადდგენს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს  დემოკრატიასა და პროდასავლურობასთან. 

„ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე. ჩემს გუშინდელ კომენტარში რა იყო ანტიდასავლური? 

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ორგანიზაციას საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავისი ქმედებებით დაადასტურა და აჩვენა მთელ მსოფლიოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულობასთან ამ დაჯგუფებას საერთოდ კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან. ჩემი განცხადებები, რა თქმა უნდა, ანტიდასავლური არ ყოფილა“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics