23:42 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 15:32:38, 959 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახური სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო კვირეულს უერთდება

28 აპრილი სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეა! წლევანდელი სლოგანია - "უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა". 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გლობალურ კამპანიას შრომის ინსპექციის სამსახური უერთდება და კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. 

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების მიმართულებით. 2018 წელთან შედარებით, 41%ით შემცირდა სამუშაო სივრცეში გარდაცვლილთა რაოდენობა. 

შრომის ინსპექციის სამსახურმა გასულ წელს 2500-ზე მეტი ინსპექტირება ჩაატარა, მხოლოდ უსაფრთხოების მიმართულებით. 

რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკას, უწყების მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში შემოწმდა 292 სამშენებლო ობიექტი. საიდანაც 112 ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები და სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება.  ხოლო დარჩენილ 180 ობიექტს მიეცა გაფრთხილება გონივრული ვადით დარღვევების გამოსასწორებლად", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics