14:49 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 12:11:06, 1085 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კეზერაშვილზე - მისი განცხადებები ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიტიკური და სრულად გასაგები სპეკულაციები უწოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებას ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ საკუთარი წილის გადაფორმებასთან დაკავშირებით. 

როგორც თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ ცნობილი BBC-ის გამოძიებამდეც უნდა ყოფილიყო. 

„ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს სურვილი, ჩრდილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას“ და ასე შემდეგ. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ სანამ BBC  ჩაატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, არ იცოდნენ საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მისგან დაფინანსებას იღებდნენ, რითი იყო ეს ადამიანი დაკავებული თუ ახლა გაიგეს ამის შესახებ? შესაბამისად, ყველაფერი ცხადია. ამიტომ, ეს პოლიტიკური სპეკულაციები გასაგებია მისი მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა კეზერაშვილი და აღნიშნა, რომ BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია.

18 აპრილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილლმა განცხადება გაავრცელა, სადაც „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე უარი თქვა და არსებული წილის ნახევარი ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics