|
2023-04-28 11:31:33, 836 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ახალი ლოკაცია, პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ რიგით მეოთხე ფილიალია. „საქართველოს ბანკთან" უკვე წლებია ვთანამშრომლობთ და მათი მხარდაჭერით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხნა. ეს არის სასიამოვნო სიახლე იმ მომხმარებლისთვის, ვის კვების რაციონშიც განსაკუთრებული ადგილი ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტებს უჭირავს. ტრადიციულად, აგროჰაბში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ჩვენი წარმოების ყველა ის პროდუქტი, რომელიც ყველა ჩვენს არსებულ ფილიალში ცენტრალური საწარმოდან მარაგდება. ესენია, როგორც 100% ნედლი რძისგან დამზადებული რძის პროდუქტები და აგროჰაბის ფერმებიდან ნედლი ხორცი, ასევე ნახევარფაბრიკატები, ზღვის დელიკატესები, ჩვენი სასათბურე მეურნეობის ბოსტნეული, ფრანგული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი და სხვა მრავალი პროდუქტი“, - აღნიშნავს „აგროჰაბის“ გენერალური დირექტორი, ლაშა გოცირიძე. „ქართულ ბაზარზე „აგროჰაბის“ განმასხვავებელი ფაქტორი ბიზნეს კონცეფციაა, რომელიც ორგანული, ნატურალური, ჯანსაღი საკვები-პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოხარული ვართ, რომ აგროჰაბთან ჩვენი პარტნიორობა უკვე მრავალ წელს ითვლის და ამჯერად, კიდევ ერთი, ახალი ფილიალის გახსნას შევუწყვეთ ხელი. მსგავსი სახის პროექტები ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაძლიერებას. მეორე მხრივ, კი ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესს აძლევს მეტ მოტივაციას აკეთოს ახალი, საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ. ინფორმაციისთვის, 2023 წელს ასევე "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, „აგროჰაბის“ ცენტრალიზებული საწარმო გაისხნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და დანერგილია წარმოების უახლესი ტექნოლოგიები. სწორედ აღნიშნული საწარმოდან მარაგდება ყველა ფილიალი. წლის ბოლომდე კი, თბილისში „აგროჰაბის“ კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)