15:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 19:17:44, 887 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პატრიარქი კირილი ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიას რუსეთის შემადგენლობასი თვლის და რუსეთის მიერ აწრმოებულ აგრესიას მხარს აქტიურად უჭერს.

„ის [კირილი] ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიას რუსეთის შემადგენლობაში თვლის. ამიტომ ყველას, ვინც რუსეთისა და უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძვის, „ბოროტების ძალებს“ უწოდებს. მაშასადამე, პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ უკრაინაში აგრესია არის „მეტაფიზიკური განზომილების ბრძოლა“ „უკრაინის სულიერი წმენდისა“ და „კაცობრიობის გადარჩენისთვის“. ასევე, პატრიარქმა კირილმა არაერთხელ დალოცა რუსი ჯარისკაცები და ის მხარს უჭერს მათ ქმედებებს - არწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მიდიან“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics