|
2023-04-26 12:52:05, 720 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ლიზე ვანვეიმელბეკეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, გარემოს დაცვის, კავშირის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საკითხებში გუნდის ხელმძღვანელს ლიზე ვანვეიმელბეკეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე ევროინტეგრაციის პროცესში გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის, გარემოსდაცვითი მმართველობა, ატმოსფერული ჰაერის დაცვა და წყლის რესურსების მართვა, ტყის მდგრადი მართვა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, სამრეწველო საფრთხეები, ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების მართვა, განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. „ნინო თანდილაშვილმა გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა ევროკავშირის დაფინანსებით ტექნიკური დახმარების ორი პროექტის მიმდინარეობის საკითხებიც განიხილეს. პროექტი „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის პროცესის გაღრმავებაში ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხოლო პროექტი „საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“ მიზნად ისახავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და ცირკულარული ეკონომიკის შემდგომი განვითარების მხარდაჭერას. შეხვედრას „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ ტექნიკური დახმარების პროექტის გუნდის ლიდერი რობ ბაქსი ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)