|
2023-04-25 09:06:13, 1239 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახდეპი - სუდანში დაპირისპირებული მხარეები 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“, სულ მცირე, 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ,- აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშაბათიდან შედის ძალაში. მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივი დასრულებისთვის აშშ რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე სუდანის სამოქალაქო მხარეებთან კოორდინირებით ხელს შეუწყობს კომიტეტის შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სუდანში მოლაპარაკებებს, საბრძოლო მოქმედებების საბოლოო დასრულებასა და ჰუმანიტარულ დახმარებას. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი 21 აპრილს მეორედ დაიდო. დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყვნენ შეთანხმებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)