|
2023-04-21 15:39:10, 1243 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ კარა-მურზას მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ხუთ პირს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმერ კარა-მურზას მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ხუთ პირს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯეიმს კლევერლი ავრცელებს. მისი თქმით, სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსი გამომძიებლები და მოსამართლე და უსაფრთხოების სამსახურის ორი აგენტი, რომლებსაც კავშირი აქვთ 2015 და 2017 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლასთან. "რუსეთის მიერ ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ მოპყრობა კიდევ ერთხელ აჩვენებს მის სრულ ზიზღს ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართ. დღეს მის საქმესთან დაკავშირებული ხუთი პირია სანქცირებული, რაც მკაფიო მესიჯს აგზავნის, რომ დიდი ბრიტანეთი არ დაუჭერს მხარს ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ასეთ მოპყრობას. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ბატონ კარა-მურზასა და მის ოჯახს მხარდაჭერას. მოვუწოდებ რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იგი",- განაცხადა კლევერლიმ. მისივე თქმით, სანქციები ითვალისწინებს აქცივების გაყინვასა და დიდ ბრიტანეტში მოგზაურობის აკრძალვას. შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს,მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, პოლიტიკოსს და პუბლიცისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად რუსული არმიის დისკრედიტაცია, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს ღალატი დასდეს .
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)