05:53 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 16:55:44, 791 ნახვა

საზოგადოება
ბარკალია - კვლევის მიხედვით, ძალიან დადებითი დინამიკაა ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემცირების მიმართულებით

„კვლევის მიხედვით, ძალიან დადებითი დინამიკაა ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემცირების მიმართულებით“, - აღნიშნულის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოება ადრინდელზე უკვეთ არის ინფორმირებული ბავშვთა უფლებების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელისუფლების მკაცრი რეაგირება, ბავშვისა და ქალის მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე.

კვლევის მიხედვით, 2018 წლიდან 2022 წლამდე, 66% -დან  29.4% -მდეა შემცირებული ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება; 31%-დან 4.8%-მდე შემცირდა ფიზიკური დასჯა; 5%-დან 0.1%-მდე შემცირებულია სასტიკი ფიზიკური დასჯა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის სამედიცინო სერვისები და ხარისხიც, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეებისა და ბავშვებისთვის, უზრუნველყოფს .

„ეს არის მუშაობის და გატარებული რეფორმების შედეგი, რაც თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში გამოიხატება. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად, გეოგრაფიული ბარიერები კვლევაში, თითქმის, არ ფიქსირდება“, - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics