|
2023-04-20 16:38:04, 1107 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარიამ Wagner-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
შვეიცარიამ რუსულ კერძო სამხედრო კომპანია Wagner-ს და რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА ФАН-ს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შვეიცარიის მთავრობამ ასევე აკრძალა RT Arabic და Sputnik Arabic ტელეარხების რეკლამა, მათ მაუწყებლობაზე შეზღუდვების დაწესების გარეშე. "ორივე არხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ხელისუფლების სისტემატურ საერთაშორისო კამპანიაში მედია მანიპულირებისა და ფაქტების გაყალბების საქმეში. ამასთან, აღნიშნულია, რომ ქვეყნის ფედერალურმა საბჭომ განაცხადა, რომ უფრო ეფექტურია ცრუ და მავნე განცხადებებთან წინააღმდეგობა და არა მათი სრული აკრძალვა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მედიასაშუალება შვეიცარიაში არ დაიბლოკება, მათი რეკლამა აიკრძალება“,- ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ Wagner-იც და სააგენტო РИА ФАН-იც ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს კანადამ რუსეთის 14 მოქალაქეს და 34 კომპანიას სანქციები დაუწესა, რომლებიც დაკავშირებულია Wagner-თან და საავიაციო სექტორთან. გარდა ამისა, 13 აპრილს ევროკავშირმა სანქციები დააწესა Wagner PMC-ების წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)