|
2023-04-19 17:42:39, 1006 ნახვა
მსოფლიო
სუდანში, რეგულარულმა არმიამ ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა
სუდანში, რეგულარულმა არმიამ ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გასამხედროებულმა მებრძოლებმა სამხედრო თვითმფრინავების მოგერიება სცადეს. არმიასა და გასამხედროებულ მებრძოლებს შორის შეტაკებები მეხუთე დღეა გრძელდება. გამოცემის ცნობითვე, რეგულარული არმიის მიზანი აეროპორტის ტერიტორიიდან სწრაფი მხარდაჭერის ძალების (RSF) განდევნა იყო. შეგახსენებთ, ხართუმში, არმიის სარდლობისა და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ასევე RSF-ის ორ ბაზასთან ახლოს, შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" (RSF) შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, სუდანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში, სულ მცირე, 270 ადამიანი დაიღუპა და 2 600-ზე მეტი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)