09:47 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 10:57:54, 765 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით STEM-ის ეროვნული შეჯიბრის ფინალი გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტში, მოსწავლეთა შორის STEM-ის ეროვნული შეჯიბრის ფინალი გაიმართა, რომლის მიზანს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

შეჯიბრის პირველ ეტაპზე ჩართული იყო 24 გუნდი, საქართველოს რეგიონების სკოლებიდან, რომელთაც დავალება ჰქონდათ შეემუშავებინათ და წარმოედგინათ ავტომატური წვეთოვანი სარწყავი სისტემით აღჭურვილი ბაღის პროექტი სკოლისთვის, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა სახის მცენარისა და ბოსტნეულის მოყვანა, მთელი წლის განმავლობაში.

პროექტი მიზნად ისახავდა STEM-ის ყველა სფეროს ჩართვა: მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა. გარდა ამისა, მონაწილეებს უნდა დაესაბუთებინათ მათი სისტემის ეფექტურობა და მდგრადობა, ასევე მისი გამოყენებით ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კულტურების წარმოების შესაძლებლობა. 

მიღებული ნამუშევრები სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდა, რომლის წევრებიც STEM-ის ყველა სფეროს წარმომადგენელი ექსპერტები იყვნენ. ფინალურ ტურში, ჟიურის მიერ, 5 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. 

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები გაემგზავრებიან CERN-ში (შვეიცარია).
ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა, რაც როგორც მონაწილეების, ასევე ორგანიზატორებისა და მასპინძლების დამსახურებაა.

STEM-ის ეროვნული შეჯიბრი, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 სკოლის, საქართველოს უნივერსიტეტის და ალექსანდრე ქართველის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics