09:47 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 10:54:08, 1072 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეები სკოლებში თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ

საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით, სამხედრო მოსამსახურეები მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს მასშტაბით 700-მდე სკოლას ესტუმრნენ. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ.

"ჯარისკაცებმა მათ თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანის, შემადგენლობის, ღირებულებების, საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს და მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოზარდები და ახალგაზრდები განსაკუთრებით თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამსახურის ფორმებით, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით, ეროვნული სამხედრო მრეწველობით, ნატოსა და საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებითა და ამ მიმართულებით არსებული სიახლეებით დაინტერესდნენ.

მათი კითხვები შეეხებოდა, ასევე, ჯარისკაცის დღის წესრიგს, ქვედანაყოფებში არსებულ ინფრასტრუქტურასა და პირობებს, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, სამოქალაქო და სამხედრო ცხოვრების ურთიერთშეთავსებასა და ზოგადად, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics