06:28 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 14:21:34, 872 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - კეზერაშვილმა აღიარა, რომ ოლიგარქია, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს, თუმცა რა ფულით, ეს გაუგებარია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ოლიგარქია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და კეზერაშვილის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან გადაცემა „დროებაში“ გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, დავით კეზერაშვილი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის საჯარო და არც ის არის ცნობილი, ამას რა ფინანსებით აკეთებს.

„კეზერაშვილმა ფაქტობრივად, აღიარა, რომ არის ოლიგარქი. ის აფინანსებს გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, დაჯგუფებებს. რა ფულით აკეთებს ამას, ეს გაუგებარია. ასევე, გაუგებარია ის, რომ თუ პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას იღებენ, ეს რატომ არ არის საჯარო და დეკლარაციაში ასახული. ვფიქრობ, რომ შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული განცხადებებით და უნდა დაიწყონ მოკვლევა.

კეზერაშვილი გადაცემაში ჰყვებოდა, რომ 2012 წლამდე ბიზნესები მქონდაო. ამ დროს იყო კონკრეტულ თანამდებობებზე. ჟურნალისტს არ გაუჩნდა იმის განცდა, რომ უბრალოდ შეკითხვა დაესვა, საიდან, როგორ ჰქონდა ბიზნესები. ყველაფერი ნათელია. ქართველები გონიერები არიან და ყველა ყველაფერს ხვდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics