|
2023-03-28 09:58:16, 763 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა პარლამენტში განსახილველად „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განსახილველად „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საკანონდებლო კანონპროექტი წარადგინა. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი მიზანად ისახავს სამრეწველო ემისიების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას, რაც, თავის მხრივ, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ევროკავშრის დირექტივა არეგულირებს მსხვილი სამრეწველო ობიექტების ისეთ საქმიანობებს, რომლებიც გარემოს დაბინძრების მხრივ მაღალი რისკის შემცველია. ასეთ ობიექტებად მიჩნეულია მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის საწარმოები, ასევე, თბოსადგურები და სხვა. დირექტივა ითვალისწინებს მთელ რიგ მაღალ პასუხისმგებლობებს. გამომდინარე იქიდან, რომ რეგულაციები კომპლექსურია, განსაზღვრულია გონივრული ვადები. კერძოდ, 2026 წლიდან, ინტეგრირებული ნებართვის აღება დაევალება ნებისმიერ ახალ საწარმოს, რომელიც გადაწყვეტს კანონპროექტით განსაზღვრულ კონკრეტულ სექტორებში დაიწყოს საქმიანობა, ხოლო 2029 წლიდან, ვალდებულება დაეკისრება უკვე არსებულ და მოქმედ საწარმოებს. კანონპროექტი ითვალისწინებს საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ამ მიმართულებით, ქვეყანაში უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. აღსანისნავია, რომ ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცესი დაკავშირებული იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვის გაცემის პროცესს, რაც გულისხმობს საწარმოსთვის გამარტივებულ პროცედურებს.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)