23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 09:36:20, 635 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი Convenience store გაიხსნა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში "სმარტის“ შედარებით მცირე ზომის კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნა. ახალი მარკეტის ტიპის კვების ობიექტი. ე.წ. Convenience store, ამჯერად გაფრენის დარბაზში, მარცხენა მხარეს 125 კვ.მ ტერიტორიაზეა განთავსებული.

"სმარტი“ მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტში ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტებს, ახალგამომცხვარი პურ-ფუნთუშეულსა და „ტრუჩილოს“ იტალიურ ყავას  სთავაზობს.

 ,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს "სმარტის" სუპერმარკეტი ამჯერად გაფრენის დარბაზში შეემატა, რომლითაც სარგებლობა აეროპორტის მგზავრების გარდა, სხვა მსურველებსაც შეეძლება, ვინც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ან პირიქით მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგახსნილ ობიექტზე მთლიანად ადგილობრივები არიან დასაქმებულები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას," - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

უკვე ორ წელზე მეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის საერთო სივრცეში, „სმარტის“ ძირითადი, შედარებით მსხვილი ობიექტი  წარმატებით ფუნქციონირებს. 24 საათიანი ,,სმარტის’’ მარკეტებისა და კაფეების სერვისით სარგებლობა, მისი ლოკაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ორივე ობიექტზე ჯამურად 20 ადამიანია დასაქმებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics