10:02 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 17:23:18, 890 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ხალხი არ შეეგუება კრემლიდან მართულ ე.წ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც რუსულ ინტერესებს წარმოადგენს

ქართველი ხალხი არ შეეგუება რუსულ ხელისუფლებას, კრემლიდან მართულ ე.წ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში რუსულ ინტერესებს  წარმოადგენდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ურყევად აქვთ გადაწყვეტილი, რომ ქვეყანა უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი, აქედან გამომდინარე, ხალხი არ შეეგუება რუსულ ხელისუფლებას და ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე, გააგრძელებენ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის.

„სენაკის, მარტვილის და ფოთის შემდეგ, ჩვენ ვართ წალენჯიხაში, ფახულანში, საიდანაც რამდენიმე ასეულ მეტრში არის ოკუპანტი. ის ოკუპანტი, რომელსაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტში. ადგილზე შევხვდით მოსახლეობას და ვისაუბრეთ 9 აპრილის აქციის მნიშვნელობაზე, ასევე ხვალ ზუგდიდში 3 საათზე გაიმართება აქცია, რომელიც იქნება საინფორმაციო ხასიათის 9 აპრილთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ურყევად აქვთ გადაწყვეტილი, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ისინი არ შეეგუებიან რუსულ ხელისუფლებას, კრემლიდან მართულ ე.წ. პრემიერ მინისტრს და ქართველი ხალხი ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე აპირებს საკუთარი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics